მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლა ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 7.5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 80 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 75 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 61 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.

IEA-ის შეფასებით, გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მომავალ წელს ნავთობის დღიური წარმოება საშუალოდ 2.4 მილიონი ბარელით უნდა გაიზარდოს, თუმცა OPEC-ის წევრი სახელმწიფოები საპირისპირო ნაბიჯს დგამენ და დღიურ მიწოდებას დამატებით 1 მილიონი ბარელით ამცირებენ.

ამჟამად ნავთობის ფასს სწორედ სამომავლო მოლოდინები და მიწოდებასთან დაკავშირებით გაუარესებული პროგნოზები განსაზღვრავს.