საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლა ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 4%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 83 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 78 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 73 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ერთწლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 24%-ს აჭარბებს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.
ამჟამად ნავთობის ფასს სწორედ სამომავლო მოლოდინები და მიწოდებასთან დაკავშირებით გაუარესებული პროგნოზები განსაზღვრავს.