ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები შემცირდა. ერთკვირიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, ხოლო უნცია ოქროს ფასი ამჟამად 2,665 დოლარია.
ძვირფასი მეტალების გაიაფება იმ მოცემულობითაა განპირობებული, რომ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას მსოფლიოს მასშტაბით ომების და კონფლიქტების დასრულება წარმოადგენს, თავად ეს მოცემულობა კი ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებისთვის სასურველი არ არის, რადგან ძვირფასი მეტალების ღირებულებას სწორედ გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება განსაზღვრავს.
მართალია, ერთკვირიან პერიოდში ოქრო გაიაფებულია, თუმცა ერთწლიან პერიოდში მისი ფასი მაინც 38%-ითაა გაზრდილი, ამიტომ ეს ბოლოდროინდელი კლება მინიმალურ კორექციად შეიძლება ჩაითვალოს.