მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ყავის ფასი მკვეთრად იზრდება

ყავა

ფინჯანი ყავის ფასი, შესაძლოა, ახლო მომავალში, მკვეთრად გაძვირდეს. ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმების ფონზე, ყავის მარცვლების წარმოება გართულდა, რამაც მიწოდების ჯაჭვები ჩამოშალა. ყავა გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ერთწლიან პერიოდში 120%-ით არის გაძვირებული, ბოლო ერთ თვეში მატების მაჩვენებელი კი 28%-ია.

ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე ბრაზილია აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი. ბოლო დროს, ბუნება ბრაზილიას არ სწყალობს, ხოლო ყავის პლანტაციები ჯერ პაპანაქება სიცხემ მოიცვა, შემდეგ კი - გვალვამ. ასეთი მდგომარეობა, ყავის მსგავსი მგრძნობიარე მცენარისთვის, ფაქტობრივად, განადგურების ტოლფასია.

ბრაზილია, ბოლო ათწლეულის ყველაზე საშინელ გვალვას ებრძვის, არაბიკის ჯიშის ყავის ფასი კი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა. ყავის მიწოდება, მართალია, ბოლო პერიოდში, მცირედით აღდგა, მაგრამ ყავის ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, მიწოდების გაზრდა, ყავის ფასზე მყისიერად არ აისახება, მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში სამომავლო პროგნოზის გაკეთება, რთულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები