მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟები, კრიპტო, ნავთობი და ოქრო – როგორ მიიღეს ინვესტორებმა ცეცხლის შეწყვეტის სიახლე?

ინვესტორები

აშშ-ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების, ომის პოტენციურად დასრულების და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენის სიახლე ინვესტორებმა უკიდურესად პოზიტიურად მიიღეს.

აზიის რეგიონში ძირითადი საფონდო ინდექსების შეფასება საშუალოდ 5%-ით გაიზარდა.

ევროპული ინდექსების შემთხვევაში მატების მაჩვენებელი 4%-ს აღწევს.

ხოლო ამერიკული ბაზრის შემთხვევაში, წინასავაჭრო სესიაზე უკვე ვხედავთ ძირითადი საფონდო ინდექსების (S&P 500, Nasdaq, Dow Jones) 3%-იან ზრდას.

დადებითი დინამიკა შეინიშნება კრიპტობაზრის მიმართულებითაც, სადაც ინდუსტრიის შეფასება 4%-ით არის გაზრდილი. ბიტკოინის მატების მაჩვენებელი 5%-ს აღწევს, ხოლო ეთერიუმს თითქმის 7%-იანი ზრდა აქვს.

გავრცელებული სიახლე პოზიტიურად მიიღეს ძვირფასი მეტალების ბაზარზეც, სადაც ოქრო 2%-ით, ხოლო ვერცხლი 5%-ით გაძვირდა.

ბუნებრივია, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენის მოლოდინის გაჩენამ ენერგეტიკული რესურსების მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია. ნავთობის ფასი 15%-ით, ბარელზე 94 დოლარამდე დაეცა. რაც შეეხება გაზს, ის 17%-ით არის გაუფასურებული და მეგავატი/საათის ფასი 44 ევროს შეადგენს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათში ინვესტორთა განწყობა სრულად შეიცვალა და ახლა უკვე ბაზარი მოელის, რომ ირანის ომი საბოლოოდ დასრულდება და გლობალური ეკონომიკა ზრდის ბუნებრივ ტრაექტორიას დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები