მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები იზრდება

კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება - 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 2.8%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 310 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი ამჟამად 35,400 დოლარს აღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 691 მილიარდი დოლარია.

მკვეთრად მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 1,835 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $220 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე გავრცელებულ უახლეს ცნობებთან. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის და ეთერიუმის Spot ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება.

ამ ცნობებს ადასტურებს თავად კომისიის ხელმძღვანელი, გარი გენსლერიც, რომელსაც ზუსტი თარიღები არ დაუდასტურებია, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ბიტკოინი სასარგებლო ტექნოლოგიაა, რომელთან წვდომა უფრო მეტ ინვესტორს უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს მათი უსაფრთხოების შეზღუდვის და კანონის დარღვევის გზით.

ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. ბიტკოინის ETF-ის მეშვეობით ინვესტორები კრიპტოაქტივის შეძენას პირდაპირ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე შეძლებენ, უოლ-სტრიტზე რეგისტრირებული ბროკერებიდან, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, რომლებიც კრიპტობირჟებთან საქმიანობას არ იჭერენ და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია პირდაპირ საფონდო ბირჟაზე განხორციელდეს, რეგულირებული სუბიექტების ჩართულობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები