საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ამ დროისათვის ინდუსტრიის საერთო შეფასება 2%-ითაა შემცირებული და საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 280 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბიტკოინის ფასი 1.5%-ით დაეცა და მისი ღირებულება ამჟამად 34,500 დოლარია. უმსხვილესი კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ წუთისათვის $674 მილიარდს შეადგენს.
შემცირებულია რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასიც და ერთი ტოკენის გაცვლითი კურსი ამჟამად 1,800 დოლარს შეადგენს. მისი საბაზრო შეფასება კი $216 მილიარდია.




























