მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე მკვეთრი აღმასვლა ისევ გრძელდება - 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია დამატებით 1.5%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 1 ტრილიონ 420 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი ამჟამად 37,100 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 725 მილიარდი დოლარია.

მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $242 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე გავრცელებულ უახლეს ცნობებთან. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის და ეთერიუმის Spot ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება, თუმცა ზუსტი თარიღები უცნობია.

ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. ბიტკოინის ETF-ის მეშვეობით ინვესტორები კრიპტოაქტივის შეძენას პირდაპირ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე შეძლებენ, უოლ-სტრიტზე რეგისტრირებული ბროკერებიდან, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, რომლებიც კრიპტობირჟებთან საქმიანობას არ იჭერენ და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია პირდაპირ საფონდო ბირჟაზე განხორციელდეს, რეგულირებული სუბიექტების ჩართულობით.