მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები იზრდება

კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 8.5%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 553 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთი ბიტკოინის ფასი კი ბირჟაზე 28,400 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

10%-ით მომატებულია რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასიც და ის ამჟამად 1,740 დოლარს შეადგენს, თავად კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 209 მილიარდი დოლარია.

გასულ 24 საათში თითქმის 3.5%-ით გაიზარდა კრიპტოინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაციაც და მან $1.1-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია.

ინდუსტრიის აღმასვლა აშშ-ში გავრცელებულ სიახლეს უკავშირდება. აქტივების მმართველმა Valkyrie Funds-მა ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან საინვესტიციო ფონდში (ETF) ეთერიუმის დამატების უფლება მიიღო.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი ორგანო ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტულ ფონდში ეთერიუმის დამატების უფლებას გასცემს. სავარაუდოდ, ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში უფრო ხშირად ვიხილავთ ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ETF-ებს.

Valkyrie-ის მიერ კრიპტო ETF-ის გამოშვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კრიპტობირჟებისგან განსხვავებით, Valkyrie-ს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან სრული ნდობა აქვს და ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Valkyrie-ს არც გაკოტრების და არც დაჰაკვის რისკები არ აქვს, განსხვავებით კრიპტობირჟებისგან.