მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები იზრდება

კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - 24 საათის განმავლობაში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 4%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 3 ტრილიონ 570 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი ამჟამად 106,200 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.1 ტრილიონი დოლარია.

მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 3,610 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $434 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია აშშ-ის სენატის მიერ საბიუჯეტო საკითხზე შეთანხმების მიღწევასთან და ე.წ. შათდაუნის დასრულების შესახებ ცნობების გავრცელბასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები