მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა

კრიპტო ბიტკოინი

რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა.

ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 370 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 8.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 8%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება ის ამჟამად 63,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.24 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,300 დოლარს შეადგენს, რაც ასევე 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $392 მილიარდს შეადგენს.

მკვეთრი დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, რაც იმ მოცემულობით არის განპირობებული, რომ ინვესტორებმა რეკორდული ზრდის ფონზე მოგების განაღდება გადაწყვიტეს, ბაზარი კი კორექციის ფაზაში გადავიდა.