საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 970 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 12%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება ის ამჟამად 54,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,800 დოლარს შეადგენს, რაც 17%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $340 მილიარდს შეადგენს.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ინვესტორების მოლოდინების გაუარესებასთან. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია FED-ისა და ECB-ის მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივების რისკი, რასაც ინვესტორები განსაკუთრებით ნეგატიურად იღებენ.




























