მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის ETF-იდან რეკორდული $2.2 მილიარდის კაპიტალი გავიდა

BTC ETF

ამერიკული BlackRock-ის მიერ გამოშვებული iShares Bitcoin ETF-ი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი კრიპტო ფონდია, რომელიც გლობალურ საფონდო ბირჟაზეა ხელმისაწვდომი. მიმდინარე წლის ნოემბერში ამ ETF-იდან რეკორდული მოცულობის კაპიტალის გადინება დაფიქსირდა, კერძოდ, საუბარია 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარის გატანაზე.

გადინების ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ იმ ინვესტორებს, რომლებმაც ადრე ბიტკოინის ETF იყიდის, ახლა ამ აქტივის გასხვისება სურთ.

რეკორდული გადინება პირდაპირ კავშირშია ბიტკოინის გაუფასურებასთან, რომელსაც პიკურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 30%-იანი ვარდნა აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მკვეთრი გადინება ბიტკოინის ETF-ს ისტორიაში არასოდეს ჰქონია, რაც ინვესტორთა განწყობის გაუარესებაზე მიანიშნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები