მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბირჟაზე ბიტკოინის ფასი მინიმუმ 45,000 დოლარი უნდა იყოს, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.
პირველ რიგში, ბიტკოინი ოქროს ციფრული ალტერნატივაა, ამიტომაც ოქროს გაძვირების ფონზე უნდა იზრდებოდეს ბიტკოინის ფასიც, რადგან ორივე აქტივი ძირითად მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე ერთნაირად რეაგირებს.
მეორე საკითხი ბიტკოინის ლიმიტრებულ მიწოდებას უკავშირდება. მსოფლიოში 21 მილიონზე მეტი ბიტკოინი არასოდეს იქნება, რაც მას ამოწურვად და საკმაოდ იშვიათ აქტივად აქცევს.
გარდა ამისა, JPMorgan-ის ანალიტიკოსები ბიტკოინის ისტორიულ საფასო დინამიკასაც აფასებენ ამ ამბობენ, რომ გრძელვადიან პრესპექტივაში, კრიპტოაქტივს ზრდის რეალური პოტენციალი აქვს.
მოკლევადიან პრესპექტივაში ბიტკოინის ზრდის კატალიზატორებად მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ჰალვინგი სახელდება, ანუ მოვლენა რომლის შემდეგაც ბიტკოინის გამომუშავება ზუსტად ორჯერ შემცირდება, ეს მოვლენა კი 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი.