მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი 24,000 დოლარამდე გაიზარდა

63d767b26d78d
გიორგი თოლორდავა
30.01.23 10:59
551
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - გასულ 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია, ანუ კრიპტოაქტივების ჯამური ღირებულება დამატებით 1.7%-ით, $1.08-ტრილიონიან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ფასი 4%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 24,000 დოლარს აღწევს. კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი 457 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 1,650 დოლარამდეა გაზრდილი; კაპიტალიზაცია კი 200 მილიარდ დოლარს აღწევს. ერთ კვირაში ეთერიუმის ღირებულება 2%-ითაა გაზრდილი.

მკვეთრადაა გაძვირებული სხვა მსხვილი კრიპტოაქტივებიც, მათ შორისაა: Cardano, Solana, Avalanche, Polkadot, Polygon.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ისა და ევროკავშირის მასშტაბით ინფლაციის ტემპის შენელებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორებსა და ტრეიდერებს უჩნდებათ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ფედერალური რეზერვის და ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადაერთვებიან.

მოგეხსენებათ, FED-ისა და ECB-ის გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. საპროცენტო განაკვეთების ზრდა სარისკო აქტივების გაუფასურებას უწყობს წელს; შემცირება კი - პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები