მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის ფასი 80,000 დოლარამდე დაეცა

ბიტკოინი (BEAR)

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 800 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში ტრილიონით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 13%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 80,000-81,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.6 ტრილიონის ფარგლებშია. რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,700 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $327 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც ბაზარზე "სპეკულაციური ბუშტის" გაჩენის შიშით არის განპირობებული. ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, AI-კომპანიების შეფასება ირაციონალურად მაღალია, ამიტომ უახლოეს მომავალში მკვეთრი ვარდნა გარდაუვალი იქნება, რაც გლობალური ბირჟის განწყობაზე ნეგატიურად აისახება.

ზოგადად, კრიპტობირჟასა და Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსს შორის ისტორიული კორელაცია არსებობს და უმეტესად ბიტკოინის ღირებულება ტექნოლოგიურ ინდექსთან მიმართებით ინვესტორების განწყობაზეა დამოკიდებული. როდესაც Nasdaq-ის ინდექსი ეცემა, მაშინ, როგორც წესი, ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების შეფასებაც მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები