მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ბიტკოინი კრიპტო

დღეს ბირჟაზე ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 112,000 დოლარს მიაღწია, რაც კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 3 ტრილიონ 500 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

ბიტკოინის გაძვირება აშშ-ის სენატის მიერ კრიპტოაქტივების რეგულირებასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის მიღებით, ტრამპის მიერ დაპირებული რეფორმებით, სავაჭრო ომის რისკების შემცირებით და ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან კრიპტოაქტივებზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები