მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს და მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისმა ღირებულებამ შეიძლება რეკორდულ 170,000 დოლარს მიაღწიოს.
თუ JPMorgan-ის პროგნოზი გამართლდება, მაშინ მომდევნო ერთ წელიწადში კრიპტოვალუტის ღირებულება თითქმის 60%-ით გაიზრდება და ეს საინვესტიციო აქტივებს შორის დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იქნება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინის მიმართ ინტერესია მზარდია როგორც კერძო პირების, ასევე ინსტიტუციური ინვესტორების და ჰეჯ-ფონდების მხრიდან, თუმცა კრიპტოინდუსტრია ჯერაც ახალია და მკვეთრი კორექციის რისკები შესაბამისად მაღალია.
























