მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

61702b0e1fef3
ნათია თაქთაქიშვილი
20.10.21 22:00
2374
ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 66,000 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბიტკოინთან ერთად გაიზარდა მსოფლიოში მეორე ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასიც. გასული კვირის შემდეგ Ethereum-ის ღირებულებამ 5%-ით მოიმატა და 4,000 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Ethereum-ი ბიტკოინის შემდეგ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა გახდა.

CNBC-ის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა ბოლოს რეკორდულ ნიშნულს 17 აპრილს მიაღწია, რა დროსაც ის 64,000 აშშ დოლარი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის ფასის მატებას წინ უძღოდა თებერვალში ილონ მასკის განცხადება, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ $1.5 მილიარდის ოდენობის ბიტკოინი იყიდა. მისივე თქმით, ბიტკოინს ის გადახდის საშუალებადაც დაამატებდა. ამასთან მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას Mastercard-იც გეგმავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები