CleanSpark-ის სახელით ცნობილი კრიპტომაინინგ კომპანია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირებს, მალე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ინდექს ფონდში, S&P SmallCap 600-ში შევა, რომელიც იმ 600 კომპანიას აერთიანებს, რომელთაც 1 მილიარდ დოლარზე მაღალი საბაზრო შეფასება აქვთ და სხვა ფინანსურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
ამჟამად CleanSpark-ის შეფასება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რამდენიმე მსხვილ Data-ცენტრს ფლობს, რომელთა წყალობით, კომპანია ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების მაინინგს უზრუნველყოფს
საფონდო ინდექსში შესვლით, სავარაუდოდ, CleanSpark-ის შეფასება გაიზრდება, რადგან ის ავტომატურ ინვესტიციას მიიღებს იმ ინვესტორებისგან, რომლებიც ზემოხსენებულ ფონდს ყიდულობენ, მათ რაოდენობა კი საკმაოდ დიდია.