მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოაქტივების მიმართ ინტერესის ზრდის ფონზე, ბიტკოინის მსხვილი ინვესტორების, ე.წ. ვეშაპების (Whales) რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.
ამჟამად გლობალურად 16,000-მდე ინდივიდუალური საფულე ფიქსირდება, რომელზედაც 100-ზე მეტი ბიტკოინია შენახული, ანუ პორტფელის მინიმალური შეფასება დაახლოებით $6 მილიონია.
მხოლოდ გასული ერთი თვის განმავლობაში „ვეშაპების“ რიგებს 283 ადამიანი შეუერთდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსხვილი ინვესტორები კიდევ უფრო მეტ ბიტკოინს ყიდულობენ, რადგან მათ სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ.