მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინმა, როგორც სარეზერვო აქტივმა, ვერ გაამართლა – მაიკლ ბერი

ბერი

ცნობილი ამერიკელი ინვესტორის, ფილმ The Big Short-ის ვარსკვლავის, მაიკლ ბერის განცხადებით, ბიტკოინის მომავალი დაღმასვლისთვისაა განწირული, რადგან, როგორც ის ამტკიცებს, ბიტკოინმა ვერ შეასრულა სარეზერვო ვალუტის ფუნქცია და მისი ფასის ბოლოდროინდელი ვარდნა ამ აქტივის სპეკულაციურ ბუნებას ააშკარავებს.

მისი თქმით, კრიპტოვალუტა, რომელიც ციფრულ ოქროდ იყო პოზიციონირებული, კრიტიკულ მომენტში ვერ გამოდგა ინფლაციისგან თავის დაცვის ეფექტიანი საშუალება, რაც ამ ნარატივს აზრს უკარგავს.

ბერი ინვესტორებს აფრთხილებს, რომ ბიტკოინის 40%-იანი ვარდნა შესაძლოა ე.წ. სასიკვდილო სპირალში გადაიზარდოს და კრიპტოვალუტა გაუფასურების მკვეთრ ტრაექტორიაზე გადაერთოს.

ცნობილი ინვესტორის პროგნოზით, თუ ფასი კიდევ 10%-ით დაეცემა, ეს მასშტაბურ ლიკვიდაციებს გამოიწვევს იმ კომპანიებში, რომლებსაც ბიტკოინი თავიანთ რეზერვებში აქვთ დაგროვილი. ბერიმ განსაკუთრებული ყურადღება Strategy-ზე გაამახვილა, რომელიც ახლა ბიტკოინის გამო არარეალიზებულ ზარალზეა, თუმცა თუ კრიპტოვალუტა უფრო მეტად გაუფასურდება, კომპანიას გაკოტრების გამოცხადება მოუწევს, რაც, სავარაუდოდ, კრიპტობირჟის მკვეთრ ვარდნას.

ბერი მიიჩნევს, რომ ბიტკოინს არ გააჩნია რეალური, პრაქტიკული დანიშნულება, რომელიც მის ვარდნას შეაჩერებს, ამიტომ მისი შეფასება სრულად სპკეცულაციურია და ასეთი ბაზარი ყოველთვის უკიდურესად სარისკოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები