მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინს უმეტესად თაღლითები, ჰაკერები და კრიმინალები იყენებენ - JPMorgan-ის დირექტორი

დაიმონი ბიტკოინი

ბიტკოინის რეკორდული გაძვირების მიუხედავად, პლანეტის უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის დირექტორი კრიპტოაქტივთან მიმართებით სკეპტიკურ დამოკიდებულებას მაინც ინარჩუნებს.

ჯეიმი დაიმონის განცხადებით, მართალია, ის ბიტკოინის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მასში ვერავითარ რეალურ ღირებულებას ვერ ხედავს. როგორც უოლ-სტრიტის ტიტანი აღნიშნავს, ბიტკოინს უმეტესად თაღლითები, ჰაკერები და კრიმინალები იყენებენ, რომელთაც უკანონოდ მითვისებული თანხის უსაფრთხოდ შენახვა სურთ. როგორც დაიმონი განმარტავს, ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ბიტკოინს არავითარი დანიშნულება არ აქვს, რადგან კრიპტოაქტივთან შედარებით, საბანკო ტრანზაქცია უფრო სწრაფად, მარტივად და იაფად ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიტკოინს მხოლოდ კრიმინალები იყენებენ, რადგან მათ საბანკო სერვისებთან წვდომა უბრალოდ ვერ ექნებათ.

დაიმონის განცხადებით, თავად ის ბიტკოინს არ ფლობს და მის შეძენას არც არავის ურჩევს, რადგან მას უსაფრთხო და ლოგიკურ საინვესტიციო აქტივად არ მიიჩნევს.

კრიტიკის მიუხედავად, JPMorgan-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თავად კომპანია აქტიურად იყენებს ბლოკჩეინს, რომელიც სასარგებლო ტექნოლოგიაა და ის ბიტკოინისა თუ სხვა კრიპტოაქტივებისგან განცალკევებით უნდა იქნეს განხილული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები