მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინზე მოთხოვნა 5-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მიწოდება – პროგნოზი

ბიტკოინი კრიპტო

ბიტკოინის ჰალვინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, არ წყდება მსჯელობა მოთხოვნა-მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჰალვინგის შემდეგ, მაინინგის შედეგად ბიტკოინის გამომუშავება განახევრდა და ჯილდომ თითოეულ ბლოკზე 3.125 ბიტკოინი შეადგინა, რაც ზუსტად ორჯერ ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. ეს მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ ახლა მაინერები ბიტკოინის გამომუშავებას უფრო რთულად ახერხებენ, რაც საერთაშორისო ბაზარზე ბიტკოინის მიწოდებას ამცირებს.

Bitfinex-ის პროგნოზით, ბიტკოინის მიწოდების შეზღუდვის ფონზე, კრიპტოაქტივზე მოთხოვნა იზრდება, რასაც კერძო და ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან ინტერესის ზრდა განაპირობებს. ანალიტიკოსების შეფასებით, უახლეს მომავალში ბიტკოინზე არსებული მოთხოვნა 5-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მისი მიწოდება, რაც თავის მხრივ, კრიპტოაქტივის გაძვირებას გამოიწვევს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინვესტორთა დიდი ნაწილი ბიტკოინს ე.წ. ცივ საფულეში ინახავს, რაც მიწოდების მხარეს კიდევ უფრო მეტად ზღუდავს, რადგან ამ აქტივების ცირკულაციაში ჩაშვება შეუძლებელია, განსხვავებით კრიპტობირჟაზე შენახული ბიტკოინისა.

ზოგადად, დროსთან ერთად ბიტკოინის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ჰალვინგია, რაც კრიპტოაქტივის მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს და მას ამოწურვად აქტივად აქცევს. ბიტკოინის მიწოდება ყოველ ოთხ წელიწადში კიდევ უფრო მეტად მცირდება, მასზე მოთხოვნა კი - იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები