მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტიდან მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების დასაფინანსებლად ₾70 მლნ გამოიყოფა

63849a4d04141
ვიქტორია მღებრიშვილი
28.11.22 15:35
796
მომდევნო ორ წელიწადში სტადიონებსა და „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გასამართად მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული პროგრამის შესახებ პირველად მიმდინარე წლის სექტემბერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისის სტადიონზე, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე“ ჩატარდებოდა. ოქტომბერში კი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე ორგანიზაციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან ისაუბრა, რომელის შემადგენლობაში „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავაც შედის.

დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა დააკონკრეტა, რომ 2023-2024 წლებში გასამართი ღონისძიებების დაფინანასებისთვის ქვეყანას შესაბამისი რესურსი აქვს.

„ჩვენ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავების, შემსრულებელი და არტისტების ჩამოყვანის გეგმა გვაქვს. ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბრის დასაწყისიც ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზე და ასევე „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ამ მიზნით გამოვყოფთ 70 მლნ ლარს. ვფიქრობთ, ის დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოგვივა“, - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები