2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველოს ბიუჯეტში ავტომობილების განბაჟებიდან 114 მილიონი ლარი შევიდა. აღნიშნული თანხა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით ნაკლებია - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების 5 თვის ანგარიშიდან ირკვევა.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ავტომობილების განბაჟების საფასური დამოკიდებულია მის გამოშვების წელზე, ძრავის მოცულობასა და მის ტიპზე. ამასთან, 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილებისთვის განაკვეთი 60%-ით მცირდება, ხოლო ელექტრომობილები განბაჟების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან.
დაბეგვრის განაკვეთი ავტომობილებისთვის:
| ავტომობილის ასაკი | ძრავის მოცულობა | აქციზის განაკვეთი, ლარი თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე |
| ა) 1 წლამდე | 1 სმ³ | 1.5 |
| ბ) 1 წლის | 1 სმ³ | 1.5 |
| გ) 2 წლის | 1 სმ³ | 1.5 |
| დ) 3 წლის | 1 სმ³ | 1.4 |
| ე) 4 წლის | 1 სმ³ | 1.2 |
| ვ) 5 წლის | 1 სმ³ | 1 |
| ზ) 6 წლის | 1 სმ³ | 0.8 |
| თ) 7 წლის | 1 სმ³ | 0.8 |
| ი) 8 წლის | 1 სმ³ | 0.8 |
| კ) 9 წლის | 1 სმ³ | 0.9 |
| ლ) 10 წლის | 1 სმ³ | 1.1 |
| მ) 11 წლის | 1 სმ³ | 1.3 |
| ნ) 12 წლის | 1 სმ³ | 1.5 |
| ო) 13 წლის | 1 სმ³ | 1.8 |
| პ) 14 წლის | 1 სმ³ | 2.1 |
| ჟ) 14 წელზე მეტის | 1 სმ³ | 2.4 |
ავტომობილების განბაჟებიდან მიღებული შემოსავლის კლება შესაძლოა ქვეყანაში ავტოიმპორტის კლებასთან იყოს დაკავშირებული. 2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში 967 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია, ხოლო ავტოექსპორტმა 740 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, უშუალოდ საქართველოში აღნიშნულ პერიოდში (სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის) 227 მილიონ დოლარს შეადგენდა, ავტომობილების რაოდნეობა კი 28,600 იყო.




























