მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

5f8ffc666715c
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.20 10:15
1318
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული.

2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია.

დღგ-ის მსგავსად შემცირებულია ბიუჯეტში მობილიზებული თანხა საშემოსავლო გადასახადიდან, რაც მოსახლეობის მიერ აღებული ხელფასების კლებაზე მეტყველებს.

2020 წლის ცხრა თვეში საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 2.22 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133.6 მილიონი ლარით ნაკლებია. 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, 200-ლარიანი კომპენსაციას ყოველთვიურად საშუალოდ 100,000-ზე მეტი ადამიანი იღებს შესაბამისად, ამ ადამიანებმა ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს.

მოგებისა და აქციზის გადასახადის მოცულობა კი გაზრდილია.

მოგების გადასახადის ცხრა თვის შესრულება კი, წინა წელთან შედარებით 70.3 მილიონით არის გაზრდილი და 744.3 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ამ გადასახადის შესრულების 9 თვის გეგმის 107.6%-ია. მთავრობა წლის ბოლომდე მოგების გადასახადიდან 840 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს. თუკი, შემოსავლები არსებული ტემპით გაგრძელდა, მაშინ სავარაუდოდ, მოგების გადასასახდის გეგმა COVID-19-ის კრიზისის მიუხედავად, გადაჭარბებით შესრულდება.

აქციზიდან შემოსავალი კი 1.07 მილიარდია, რაც წლიურად 80.3 მილიონითაა გაზრდილი. 2020 წლისთვის აქციზის გადასახადის გეგმა 1.32 მილიარდი ლარია, რაც 2019 წელთან შედარებით 140 მილიონი ლარით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები