მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიუჯეტმა პრივატიზაციიდან 96 მილიონი მიიღო

61308dd006589
შოთა ტყეშელაშვილი
03.09.21 09:10
868
2021 წლის ბიუჯეტის 7 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა პრივატიზაციიდან 95.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

მთლიანობაში წელს ხელისუფლება პრივატიზაციიდან 350 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს. შესაბამისად, დარჩენილი თვეების განმავლობაში მთავრობამ პრივატიზაციიდან 250 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს.

2021 წლის ბიუჯეტის პირვანდელი რედაქციით, პრივატიზაციისგან მისაღები შემოსავალი 150 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ივლისში ბიუჯეტის კორექტირებით, მისი მოცულობა 200 მილიონი ლარით გაიზარდა.

პრივატიზაციაში 18 მილიონი ლარი მიწების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო 77.8 მილიონი კი სხვა აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია.

პარალელურად, მთავრობამ პრივატიზაციის მორიგი ტალღა დაიწყო. აგვისტოში ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად დამატებით 90 მილიონი ლარის ქონება გამოიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები