მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესები სარესტორნე სფეროს ისე არ უდგებიან, როგორც კომპლექსურ სავაჭრო სექტორებს” - ლუკა ნაჭყებია

627795b44afea
ლიკა გურაბანიძე
09.05.22 09:30
809
“ბიზნესები სარესტორნე სფეროს ისე არ უდგებიან, როგორც შესაძლოა კომპლექსურ სავაჭრო სფეროებს, სადაც ყოველი პატარა არასწორი ნაბიჯი, პატარა ნაბიჯია ზარალისკენ.” - ამის შესახებ კვების ტექნოლოგმა და რესტორნების დეველოპერმა ლუკა ნაჭყებიამ BMG-სთნ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სარესტორნე ბიზნესისთვის ახალი ტექნოლოგიების ათვისება მნიშვნელოვანია.

“ბევრი კარგი კონცეპტი გვაქვს, მაგრამ ეს კონცეპტები იხსნება და იკეტება როგორც უმეტესობა რესტონებისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნოუ-ჰაუ რაც წლების განმავლობაში უნდა ჩამოაყალიბო არის ის, რომ ინდუსტრია ტექნოლოგიებს უნდა დაეწიოს. ეს ჩვენს ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ხვრელია.

რატომღაც რეცეპტები ვითარდება, მაგრამ საოპერაციო სისტემები არა. მსოფლიოში ეს ვითარდება, ხოლო საქართველოში ამისი მიმღებლობა არ გვაქვს და ვცდილობთ რაღაცები გამოვიცნოთ, რაც უმეტეს შემთხვევაში წარმატებული არ არის.” - განმარტა ნაჭყებიამ.