მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი ხმამაღლა უნდა საუბრობდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაცია - ჭყონია

ივა ჭყონია

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ივა ჭყონიას აზრით, „ბიზნესი აუცილებლად ერთიანი უნდა იყოს და ხმამაღლა საუბრობდეს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაცია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს შეეხებოდა.

როგორც ცნობილია, დემოკრატიის უკუსვლის და ცხრა დათქმის პრაქტიკულად არშესრულების გამო, ევროკომისიამ საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნის თაობაზე რეკომენდაცია არ გასცა.

„ბიზნესი აუცილებლად ერთიანი უნდა იყოს და ხმამაღლა საუბრობდეს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი. მესმის და ბიზნესს არც არავინ უნდა მოსთხოვოს საუბარი არჩევნების ლეგიტიმაციაზე, როგორ ჩატარდა, რა დარღვევები იყო და ა.შ. რადგან ბიზნესი ყოველთვის შორს არის პოლიტიკისგან და არ საუბრობენ... ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ზოგად განცხადებებს აკეთებენ, ჯერჯერობით და ჩვენ {ოპოზიცია} ვაწვდით მტკიცებულებებს, რომელსაც ვაგროვებთ და შესაბამისი განცხადებები გაკეთდება. ამდენად, რა თქმა უნდა, ბიზნესმა ხმამაღლა უნდა ისაუბროს იმასთან დაკავშირებით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოიტანოს ზოგადად, დასავლურ ცივილიზაციასთან დაშორებამ და ერთპარტიულმა მმართველობამ ქვეყანაში“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულმა ივა ჭყონიამ ქართული სასამართლო სისტემის პრობლემებზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, გავლენას ახდენს ბიზნესმენების ქცევაზეც.

ასევე, ივა ჭყონიას მიაჩნია, რომ ქართული ბიზნესი იაზრებს ევროპულ გზაზე დაბრუნების მნიშვნელობას, მაგრამ ნაწილს პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების ეშინია, ნაწილს კი - მთავრობასთან აქვს საკითხები „დალაგებული“ და თავს კომფორტულად გრძნობს.

- მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტად აქტიურობს, რადგან ზუსტად აანალიზიბენ, რამდენად დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს მათი ბიზნესი და ქვეყანა. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, მოდი, ღიად ვთქვათ - მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა პირდაპირ არის მთავრობაზე მიბმული, ამიტომ ჩუმად არის, კომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან არავინ პრობლემას არ უქმნის. მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, რა ხდებოდა 2012 წლამდე - იყო გარკვეული პრობლემები, რაც ბიზნესს დღეს ნამდვილად დღეს არ აქვს, რადგან მარტივად შეუძლიათ რაღაც კორუფციულ გარიგებებში შევიდნენ და თავიანთი თემები დაალაგონ, ამიტომ წყნარად არიან. შესაბამისად ხმის ამოღებაც არ უნდათ; თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არცერთ ბიზნესმენს არ მოსწონს ის კურსი, რომლითაც ქვეყანა მიდის; ზუსტად აანალიზებენ, რომ რუსეთისკენ სვლა, რასაც მათი ცოლები და შვილები აპროტესტებენ ქუჩაში, მძიმე შედეგებით დასრულდება, მაგრამ დღეს რომ სტაბილურად არიან და არავინ აწუხებთ - „დალაგებული“ აქვთ ყველაფერი, ეს მათ მოსწონთ.

- ანუ მსხვილი ბიზნესის ნაწილი კომფორტულად არის, ნაწილს ეშინია ხმამაღლა საუბრის?

- როცა ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი არაა, როცა მოსამართლეები სანქცირებულია, რა თქმა უნდა, შიში არის, რომ პრობლემების შექმნის შემთხვევაში, შენს საქმეს სწორად არავინ გამოიძიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები