ბიზნესი, როგორც ყოველთვის, ვაჟკაცურად ვდგავართ, ეს თვისება წლების განმავლობაში გამოგვიმუშავდა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასებისას bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. მისი მთავარი სპიკერი თემურ ჭყონიაა.
როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ახლა ქვეყანა გაუგებარ სიტუაციაში და საგარეო პოლიტიკა ჩავარდნილია.
"ახლა ჩვენ გაუგებარ სიტუაციაში ვართ. საგარეო პოლიტიკა ჩავარდნილია, არავინ არ გველაპარაკება, რაც ყველაზე ცუდია. იმის შემობრუნება რომ დაგელაპარაკონ, არის ურთულესი. შიდა პროცესებს რაც შეეხება, არის შუღლი, სიძულვილი...
ბიზნესი, როგორც ყოველთვის, ვაჟკაცურად ვდგავართ, ეს თვისება წლების განმავლობაში გამოგვიმუშავდა. ბიზნესი სხვა ეტაპზეა გადასული. 21-ე საუკუნეში უკვე 25 წელი ვიცხოვრეთ. საბჭოთა ბიზნესმენები ნელ-ნელა გადაკეთდებიან თანამედროვედ, ახალი თაობა წამოვიდა, რომელსაც აბოსოლუტურად სხვა მოთხოვნები და შეხედულებები აქვს მთავრობის მიმართ, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ეს თემაც უნდა გადავაგოროთ", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, ის რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არჩევნებია, ეს ფაქტია, - "იმიტომ კი არა რომ ვიღაცას ვებრძვით. არსებობს გამოსავალი - არჩევნები, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოვაყალიბოთ და სხვა მმართველობაზე გადავიდეთ, რათა შემოვირიგოთ ის ხალხი, ვინც ჩვენთან ახლა არ არიან კომუნიკაციაში", - დასძინა მან.