მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი რუსეთის იაფი ბაზრით სარგებლობს და ამას ვერავინ დაუშლის - იობაშვილი

63c16bcd6442b
გიგა ბენია
13.01.23 18:51
869
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა და ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებს. გასული წლის 11 თვეში 1 219 842 ტონა ნავთობპროდუქტების შესაძენად ქვეყნიდან 1.2 მლრდ დოლარი გავიდა.

ყველაზე მეტი პროდუქტი საქართველომ რუსეთში შეიძინა. ჯამში რუსეთის ფედერაციაში 561.8 მლნ დოლარის 583 322 ტონა საწვავი ვიყიდეთ.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი bm.ge-თან აცხადებს, რომ ბიზნესი რუსეთის იაფი ბაზრით სარგებლობს და კომპანიებს ამას ვერავინ დაუშლის.

„რუსეთის ფაქტორი მთავარია, რის გამოც საწვავი იაფდება. ბიზნესი თავისუფალია და კომპანიებს შეუძლიათ, სადაც იაფად ნახავენ, იქ იყიდონ. მათ ამას ვერავინ დაუშლის. წლების განმავლობაში ქართველ ბიზნესებს იმხელა გამოცდილება დაუგროვდათ, რომ გადაწყობა ჩვეულებრივად შეუძლიათ. არ იქნება რუსეთი? იქნება ევროპა, მაგრამ ევროპა ამ ფასში საწვავს ვერ მოგვცემს, რადგან ის თავის თავს ვერ აძლევს საწვავს ამ ფასად“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები