მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის სამუშაო ჯგუფი შუა დერეფნის განვითარებისთვის - AmCham-ის ახალი ინიციატივა ინვესტორთა საბჭოზე

მთავრობის ადმინისტრაცია

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის ბიზნესის წარმომადგენლებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა იყო დღეს გამართული ინვესტორთა საბჭოს ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგის მიხედვით ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა დააინიცირა.

ბიზნეს გაერთიანებებისა და ინვესტორთა საბჭოს წევრების ახალ ინიციატივაზე BM.GE-ისთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პრემიერს ეს ინიციატივა მოეწონა.

„ამერიკის სავაჭრო პალატისგან საინტერესო ინიციატივა იყო შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, იმისთვის რომ ბიზნესსაც ჰქონდეს თავისი კონტრიბუცია და ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, რომელიც საერთო სულისკვეთებას შეესაბამება. ჩვენ მაგალითად მოვიყვანეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის დეკემბერში იყო მიღებული, როდესაც თვითმმართველობებს კანონით საკონტეინერო გადაზიდვებზე გარკვეული მოსაკრებლების დაწესების უფლება მიეცათ. შედეგად კი ფოთმა და ბათუმმა 30-ლარიანი მოსაკრებელი დააწესეს.

საუბარია, რომ ბიზნესმა გააზიაროს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება. პრემიერმა ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა მოიწონა და იმედი გვაქვს, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები