მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისგან ელოდებიან, რომ EU-სთან მიმართებით არაპარტნიორული ნაბიჯები არ გადაიდგმება - ივა ჭყონია ო'სალივანთან შეხვედრაზე

649aef81aef1c
BM.GE
27.06.23 18:50
456
ევროკავშირის საერთაშორისო სპეციალური წარმომადგენელი სანქციების განხორციელების საკითხებში დევიდ ო’სალივანი და აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები სანქციების საკითხებში: ჯიმ ო’ბრაიენი და კუმარ იერი დღეს პრემიერთან და მინისტრებთან შეხვედრამდე ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

შეხვედრას საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიაც ესწრებოდა. როგორც მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა, შეხვედრაზე რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ისაუბრეს. 

“რუსეთის მიმართ სანქციების შერბილებას უახლოესი 5-10 წელი არ უნდა ველოდოთ. ბიზნესისგან ელოდებიან, რომ ის ნაბიჯები, რომელიც არასწორი, არაპარტნიორულია ევროკავშირთან, გადადგმული არ იქნება. რაზეც ყურადღება გავამახვილე იყო ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენთვის ტრადიციული ბაზარი ჯერ კიდევ არის რუსეთი და პირველადი მოხმარების პროდუქტები ჯერ კიდევ იქიდან შემოდის. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: ლოგისტიკურად უფრო მოსახერხებელია; ფასი დაბალია და ა.შ. ჩვენ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე მოვხვდეთ, საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ჩემი მხრიდან ავუსხსენი, რომ ამ სტანდარტებთან მისასვლელად დიდი რესურსის ჩადებაა მნიშვნელოვანი. ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ. ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ჩვენს მომავალს ევროპაში ხედავენ.

კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხს შევეხეთ და თქვეს, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ჩვენთვის სახელმწიფო მოხელეების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის აზრი გავიგოთო, კერძოდ, რას ფიქრობს და რამდენად მზად ვართ. თითოეული ჩვენგანისთვის რაც ცალსახად გასაგები იყო, არის ის, რომ სანციების მოხსნას უახლოესი პერიოდი, 5-10 წელი, არ აპირებენ და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - ამბობს ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები