მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა ლიდერობა უნდა ითავოს - "ევროპული ბიზნეს ასოციაცია" ქართული ბიზნესის პასუხისმგებლობაზე

დდ
21.03.24 21:48
238

"ევროპული ბიზნეს ასოციაციის" თავმჯდომარე ჯონ ბრაეკველდტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქართულმა კომპანიებმა საქმიანობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. მისი თქმით, ამ მიმართულებით, "ბიზნესმა ლიდერობა უნდა ითავოს და საჯარო-კერძო დიალოგი აწარმოოს".

"ეს სტანდარტები სხვადასხვა დარგის მიხედვით განსხვავდება, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების და შრომითი უფლებების მიხედვით. სურსათის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია - ამას უნდა მოვერგოთ. დიახ, ეს ყველაფერი ბიზნესის და მისი საქმიანობის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ცვლილებები არავის მოსწონს, მაგრამ აუცილებელია. ჩვენ, როგორც ბიზნეს ასოციაციას, მიგვაჩნია, რომ ბიზნესმა უნდა ითავოს ლიდერობა, რომ ეს ცვლილებები იყოს დადებითი. ევროკომისიამ შეიმუშავა ანგარიში, სადაც მოცემულია რეკომენდაციები და თუ რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ. სწორედ ესაა, რაც ბიზნესმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, არა პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა. ესაა კანონმდებლობა, რომელიც ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირთან და ბიზნესმა ნაბიჯ-ნაბიჯ, უნდა აწარმოოს საჯარო-კერძო დიალოგი. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს პოზიციის გამომხატველი დოკუმენტი და განხორციელება სწორად მიმდინარეობს", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შედარებით რთულია ამ მიმართულებით ადაპტირება, რადგან მათი ადამიანური რესურსი შედარებით მცირეა.

"ბევრი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომლებიც ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები არიან. ისინი მაგალითს აძლევენ სხვებს და მხარდაჭერას უწევენ მცირე და საშუალო საწარმოებსაც, რადგან ესმით რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მსხვილი კომპანიები, ძირითადად საქართველოს ბაზარზე არიან დამკვიდრებულები და გაფართოება მათ პირდაპირ გეგმებში არ შედის, რადგან მათ განკარგულებაშია ქართული ბაზარი. თუმცა, მსხვილ კომპანიებს, ასევე, კარგად ესმით, რომ თუ სურთ, მათი ბიზნესი იყოს უფრო წარმატებული, საქართველოში მეტი კომპანია უნდა შემოვიდეს.

მესმის, რომ მცირე კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შედარებით რთულია ადაპტირება, რადგან მათ ადამიანური რესურსი შედარებით მცირეა, ამიტომ ადაპტირება ასე სწრაფად არ შეუძლიათ. ესეც ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ქართულ ბიზნესს მხარდაჭერას ვუწევთ. არ გვინდა, რომ ქართულ ბიზნესს ევროპულ სტანდარტებთან ადაპტაცია დავაძალოთ, რადგან ეს არ მუშაობს. ჩვენ გვინდა, რომ მათ დავეხმაროთ და სავაჭრო ბარიერები დავამსხვრიოთ.

თუ მცირე და საშუალო საწარმოს ევროკავშირში საკუთარი პროდუქციის ექსპორტის პრობლემა აქვს, ჩვენ აქ ვართ, რომ დავეხმაროთ და ეს პროცესი გავუმარტივოთ. როგორ ვაკეთებთ ამას? - მარტივად. ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო-კერძო დიალოგი, რომელიც შედეგებზეა ორიენტირებული. როგორც თქვენ მკითხეთ - რა გვჭირდება მთავრობისგან? - აქაც პასუხი მარტივია:

ევროკომისიამ შეიმუშავა მრავალგვერდიანი ანგარიში ყველაფერ იმის შესახებ, რაც უნდა გაკეთდეს. მთავრობას შეუძლია, ამ საკითხს იოლად შეხედოს და თქვას, რომ კარგი, დავამტკიცოთ ეს რეკომენდაციები პარლამენტში და საქმე დავხუროთ. ეს ასე არ მუშაობს. მთავრობამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩართოს ბიზნეს სექტორი. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ საჯარო-კერძო დიალოგი, რასაც ვაკეთებთ კიდეც შესაბამისი კომუნიკაციით არა მინისტრების, არამედ ინსტიტუციურ დონეზე, რათა დავინახოთ, როგორია ბიზნესის პერსპექტივა, მთავრობის პერსპექტივა და საერთო მიზანი ვიპოვოთ. სწორედ ასეთ დროს იქმნება შესაბამისი დოკუმენტები. ვიცი, რომ საქართველოში მრავალი საჯარო-კერძო დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ ისინი იმდენად შედეგზე ორიენტირებული არ არის. შედეგზე ორიენტირებული იმას გულისხმობს, რომ როდესაც მზად გვაქვს შესაბამისი დოკუმენტები, ისინი პარლამენტში მიგვაქვს, რათა დავრწმუნდეთ რომ მიღებული იქნება შესაბამისი კანონმდებლობა.

საქართველოში ბევრი კომპანიაა. ისინი ჩვენთანაც მოდიან და გვეუბნებიან, რომ პრობლემა აქვთ. დიახ, მთავრობა საკმაოდ ღიაა ბიზნეს სექტორისთვის. ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ მთავრობასთან და ვუთხრათ, რომ არსებობს პრობლემა. მთავრობასთან ურთიერთობა მარტივია საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ დიახ, არის პრობლემა და დაივიწყეთ, ამას ჩვენ მოვაგვარებთ. ეს არ არის სწორი გზა და ესაა სწორედ ის, რისი გაკეთებისგანაც ჩვენ თავს ვიკავებთ, რადგან მომდევნო კვირას, შესაძლოა, ჩემთან მოვიდეს კიდევ ერთი წევრი კომპანია, იმავე პრობლემით და ასოციაციას, თავიდან მოუწიოს კომუნიკაცია იმავე საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა მან.

მას ასევე თქვა, რომ ქართულ ბიზნესს ამ სტანდარტებთან ადაპტაცია და შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდება, რასაც "ევროპული ბიზნეს ასოციაცია" წევრებს ყოველდღიურად უწევს.

"მათ ვეხმარებით, რომ ადაპტაცია მარტივად გაიარონ. მაგალითებსაც გაგაცნობთ. თუნდაც, უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით, რაც ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მაგალითად, საქართველოში გვაქვს პრობლემები სამშენებლო მოედნებზე, სადაც დაცული უნდა იყოს სამუშაოთა მწარმოებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები. ეს უნდა იყოს გაცნობიერებული და ამასთან, ევროპული. საქართველოში აღნიშნული საკითხი ჯერ ბოლომდე გააზრებული არ არის. ადამიანების უსაფრთხოება მხოლოდ ევროპული საკითხი არ არის, ეს ქართულიცაა. ეს ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც კომპანიებს მხარდაჭერას ვუწევთ", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები