უკვე ერთი წელია, ბიზნესომბუდსმენის პოსტს ოთარ დანელია იკავებს. დღეს დანელია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალთან დაკავშირებით შეხვედრაზე იმყოფებოდა.
BMG დანელიასგან დაინტერესდა, შეხვედრები რა ფორმატში აქვს ბიზნესთან და რა პრობლემებზე საუბრობს კერძო სექტორი?
„შეხვედრა ძალიან ბევრი გვაქვს. შეხვედრების გაშუქებაზე უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შედგეს უშუალოდ შეხვედრა, ყველა ბიზნესისთვის მისაღებ ფორმატში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.