ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, ხოლო პირადად მას გიორგი გახარიასთვის კითხვები არ დაუსვამს.
"ჩემი მხრიდან არაფერი მითქვამს. დამიძახეს და მოვედი. სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი და ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლი. რა თქმა უნდა ბიზნესი სახელმწიფოა, მაგრამ ბიზნესმა თავის თავს უნდა მოუაროს. ჩვენ თუ ვისაუბრებთ უნდა ვისაუბროთ ერთობლივად რა შეგვიძლია უფრო დიდი გავაკეთოთ სახელმწიფოსთვის და ბიზნესი რომელიც თავის თავს ვერ უვლის იმას სახელმწიფო ვერ მოუვლის", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებას განიხილავს. მათ შორის საუბარია იმაზეც, რომ კომენდანტის საათი მოიხსნას.




























