მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესს სცენარი გაწერილი აქვს, მათ შორის სარეზერვოც“ – „დომუსის“ მმართველი პარტნიორი

6138a8a69a33a
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.21 10:15
1064
დამშვიდებულია თუ არა ბიზნესი? - BM.GE-ის ამ კითხვაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებიდან გაგვიჩნდა, დეველოპერული კომპანია "დომუსის" მმართველი პარტნიორი გიორგი გიორგაძე პასუხობს, რომ ბიზნესი მოძრაობას განაგრძობს.

„დეველოპერულ სექტორში არის ცვლილებები მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით, რადგან გვერდზე საბანკო სექტორი გვიდგას, ასევე ჩვენივე ინვესტიციები.

პანდემია მთელ მსოფლიოშია და ბიზნესს სცენარი გაწერილი აქვს, მათ შორის სარეზერვოც. ჩვენ არც ერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია და ახალ პროექტებზე განვაგრძობთ მუშაობას“, - ამბობს გიორგი გიორგაძე.

„დომუსის“ მმართველი პარტნიორი კომპანიის გეგმების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ პროექტები რომელიც ამ პერიოდში ხორციელდება, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

„პროექტების თვალსაზრისით, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია; ჩვენ სამშენებლო სექტორშიც ვართ წარმოდგენილი და ახალ პროექტებზე ვმუშაობთ. მომავალშიც საინტერესო პროექტების პრეზენტაციას ვგეგმავთ. წლის ბოლოს ერთ-ერთ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნა იგეგმება, სადაც წარმოებული საქონელი ექსპორტზე აშშ-ში გავა და რეგიონში ეს ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროექტია“, - აცხადებს კომპანიის მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები