მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესს ვურჩევ, საკითხს ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედოს - ეკონომისტი

ეროვნული ბანკი

ეკონომისტი აკაკი ცომაია ბიზნესს ურჩევს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედოს. გადაცემა „ანალიტიკაში“ კომპანია „სამი ძმის“ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას, ცომაიამ აღნიშნა, რომ ბიზნესმა უნდა გაიაზროს, რომ თუ ბელორუსიზაცია მართლა მოხდა, მაშინ მათ სხვაგვარ პირობებში მოუწევთ ოპერირება.

საქმე ის არის, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პროევროპულ აქციაზე დემონსტრანტები პიროტექნიკას იყენებენ, რის გამოც ლილოს ბაზარში პიროტექნიკის მაღაზიები და საწყობები მოვაჭრეებს დაულუქეს. პარალელურად, კომპანიამ “სამი ძმა” განაცხადა, რომ ფოიერვერკებს საცალოდ აღარ გაყიდის.

„ბიზნესს ვურჩევ საკითხს ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედოს. თუ ეს პროცესები ჩაცხრა და საქართველოს ბელორუსიზაციის საკითხი გაფორმდა, მაშინ მათ უნდა იცოდნენ ბელორუსიასა და რუსეთში როგორც ხდება ბიზნესის წარმოება. უნდა დავივიწყოთ თავისუფალი ბაზარი, კონკურენცია - ასეთი ტერმინები და უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ დალაგებაზე, წილის ახევაზე, ვიღაცამ უნდა გაყოს ბიზნეს წილები და მსგავსი ტიპის ბიზნეს ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს და ასეთი ტიპის ეკონომიკას მივიღებთ მომავალში. ღმერთმა დაგვიფაროს ამ სცენარისგან, მაგრამ რეალურად ეს არის რუსეთი“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები