კომპანია "სამი ძმა" ფოიერვერკებს საცალოდ აღარ გაყიდის - ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. facebook-პოსტში წერია, რომ მიზეზი კომპანიის სტრუქტურული ოპტიმიზაციაა.
BM.GE-მ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც გვითხრეს, რომ პიროტექნიკას ვერც საბითუმოდ შევიძენთ, რა რაოდენობის შეძენაც არ უნდა გვსურდეს.
"ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 2024 წლის 3 დეკემბრიდან, კომპანიის სტრუქტურული ოპტიმიზაციის ფარგლებში, დროებით საცალოდ, ვერ მოგემსახურებათ სამი ძმის შემდეგი ფილიალები:
1.ს.კედიას ქ.3 09:00 - 18:00 ( წერეთლის ფილიალი);
2.გ.ცაბაძის ქ.8 09:00 - 18:00 (ვაგზლის ფილიალი);
3.ი.გაგარინის ქ.13ა 10:00 - 19:00(საბურთალოს ფილიალი).
ამასთან, საახალწლო განწყობითა და ენთუზიაზმით საცალოდ მოგემსახურებით შემდეგ ფილიალებში:1. ო.ხიზანიშვილის ქ.8 10:00 - 19:00 (გლდანის ფილიალი)2,წერეთლის გამზირი 59 - 10:00 - 19:00" - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლილოში პიროტექნიკის მაღაზიები მოვაჭრეებს დალუქული დახვდათ
10 თვეში პიროტექნიკის იმპორტი გაიზარდა - TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა