ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები 2023 წლის IV კვარტალში სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე იყო, - ამის შესახებ BAG ინდექსშია აღნიშნული, რომელსაც PMCG ავრცელებს.
ინდექსის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (7%-ით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით არის შემცირებული 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით.
მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 63% ასახელებს ხელის შემშლელად). სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (ყველა გამოკითხულმა კომპანიამ, რომლისთვისაც არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, აღნიშნული პრობლემა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი ვაჭრობის სექტორისთვის (38%). საწარმოს ზომის მიხედვით, ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიები ასახელებენ აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად (36%),
2023 წლის IV კვარტალში, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 49%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (60%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - მომსახურების სექტორისთვის (46%). საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (33%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის IV კვარტალში, სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 43%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (80%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (29%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
023 წლის IV კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 35%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორის კომპანიებისთვის (ყველა გამოკითხულმა კომპანიამ, რომლისთვისაც არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, აღნიშნული პრობლემა დაასახელა ხელის შემშლელად) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (17%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (30%-მა
დაასახელა ხელის შემშლელად).
2023 წლის IV კვარტალში, მოთხოვნის სიმცირე ხელის შემშლელად გამოკითხულ კომპანიათა 18%-მა დაასახელა. მოთხოვნის სიმცირე, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (33%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებს აქვთ (15%).
ინფორმაციისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს2. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის.