მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BlackRock-ის აქტივების მოცულობამ რეკორდულ $14 ტრილიონს მიაღწია

14t

მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგის, BlackRock-ის კონტროლში არსებული აქტივების საერთო მოცულობამ რეკორდულ 14 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ერთ წელიწადში თითქმის $1.5 ტრილიონით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰოლდინგმა დამატებით 22%-ით მეტი კაპიტალი მოიზიდა, რაც აგრეთვე რეკორდული შედეგია.

თავისი არსით, BlackRock-ი აქტივების მმართველია, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კომპანიას შეუბღალავი რეპუტაცია, მაღალი ამონაგები და გლობალური მასშტაბის კავშირებიც გამოარჩევს.

BlackRock-ს თავიანთ აქტივებს ანდობენ როგორც კომპანიები, ასევე სახელმწიფოები და მათი მთავრობები, რადგან ლარი ფინკის მიერ დაფუძნებულ კომპანიას დედამიწაზე თითქმის ყველა ენდობა.

BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომას თუ ქვეყნების მშპ-სთან შევადარებთ, მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

BlackRock-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 175 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ერთ წელიწადში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები