მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბლინკენის თქმით, უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნაზე NATO-ს წევრებს "მწვანე შუქი" აქვთ

6224f55b012f5
მარიამ ვარადაშვილი
06.03.22 21:53
4291
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს წევრი სახელმწიფოებს უფლება ექნებათ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნონ. ამას გარდა, ბლინკენი ამბობს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის საკითხზე მუშაობას, რათა ქვეყანამ საკუთარი ძალებით შეძლოს რუსული ინტერვენციისგან დაცვა.

“ამ საკითხს მწვანე შუქი აქვს”, -ასე უპასუხა ბლინკენმა ჟურნალისტის კითხვას შეეძლება თუ არა პოლონეთს NATO-ს წევრ ქვეყანას, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები გაუგზავნოს.

“ამ საკითხზე ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან. კონკრეტულად იმაზე, რომ რისი გაკეთება შეგვეძლება თუ ისინი უკრაინელებს ამ თვითმფრინავებით უზრუნველყოფენ",-განაცხადა ბლინკენმა. 

მანამდე თეთრი სახლის პრესსპიკერმა CBS-ს უთხრა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს პოლონეთისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას, იმ შეთხვევაში თუ ქვეყანა გადაწყვეტს ისინი უკრაინაში გაგზავნოს. ამასთან დასძინა, რომ კითხვები რჩებოდა იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა გადასულიყვნენ ეს თვითმფრინავები უკრაინაში. 

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ბრიუსელში გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა გამორიცხა რაიმე ფორმით მათი მონაწილეობა ომში. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ NATO კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა და თითოეული წევრის ტერიოტორია შესაძლო საფრთხისგან დაცული იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ის არ ჩაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები