3 რუსული მოიერიშე MIG-31-ის ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო, ესტონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმა, კრისტენ მიხალმა X-ზე დაწერა.
"დღეს დილით, 3 რუსული Mig-31 ტიპის გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
NATO-ს გამანადგურებლებმა რეაგირება მოახდინეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ.
ასეთი დარღვევა სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, NATO-ს მე-4 მუხლის კონსულტაციები მოითხოვოს",- დაწერა მან 19 სექტემბერს X-ზე.
3 რუსული მოიერიშე MIG-31 ფინეთის ყურის გავლით ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ცაში 12 წუთი დაყო. ესტონეთის ხელისუფლების განცხადებით, ფრენა საჰაერო საკონტროლო პუნქტთან შეუთანხმებლად, ვაინდლუს კუნძულის სიახლოვეს განხორციელდა. ოფიციალურმა ტალინმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთმა მათი საჰაერო სივრცე უკვე მეოთხედ დაარღვია და MIG-31-ების უკანონო ფრენა “უპრეცედენტო თავხედობად” შეაფასა. განმარტებების მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაიბარეს რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.




























