მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: მილიარდერი პინჩუკი უკრაინის დასახმარებლად კუნსის ქანდაკებას £10 მილიონად გაყიდის

62a09c2dceb1e
მარიამ ადამია
09.06.22 00:30
1216
უკრაინელი მილიარდერი ვიქტორ პინჩუკი, მხატვრის ჯეფ კუნსის ნამუშევარს, სკულპტურა - Balloon Monkey აუქციონზე გამოიტანს და ის დაახლოებით 12,5 მილიონ დოლარად გაიყიდება.

როგორც გამოცემა Bloomberg წერს, შესული თანხა სრულად უკრაინის დახმარებას მოხმარდება. ნამუშევარი ვიქტორ და ელენა პინჩუკოვების კოლექციიდან, 14 ივნისს ლონდონის წმინდა ჯეიმსის მოედანზე გამოიფინება. ორი კვირის შემდეგ კი, მე-20 და 21-ე საუკუნეების ხელოვნებისადმი მიძღვნილ აუქციონზე გაიყიდება. თავად ჯეფ კუნსი ამბობს, რომ პრივილეგიაა, მის მიერ შექმნილი ნამუშევრის გაყიდვიდან შემოსული თანხა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. თავად ნამუშევარი კი, იმედისა და საუკეთესოსადმი რწმენის სიმბოლოა, ამიტომაც გადაწყვიტეს ვიქტორ და ელენა პინჩუკებმა, მისი გაყიდვა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის რიგით მეორე პრეზიდენტის ლეონიდა კუჩმას სიძის, ვიქტორ პინჩუკის ქონება ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 2.5 მილიარდით შემცირდა და მართალია კონკრეტული თანხა, რომელიც ბიზნესმენმა უკრაინელების დასახმარებლად გამოყო ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინის ჯარს ფულადი რესურსებით ამარაგებს და თან მოუწოდებს დასავლეთს, მეტად კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ომის მიმდინარეობისას. მის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდში კი, ყოველდღიურად 100 მილიონი უკრაინული გრივნა ირიცხება.

2020 წელს Forbes Ukraine-მ ვიქტორ პინჩუკი უკრაინის რიგით მეორე უმდიდრეს ბიზნესმენად დაასახელა. Forbes USA-ს მონაცემებით, ამ დროისთვის მისი ქონება 1,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

პარალელურად, პინჩუკების ოჯახი, თითქმის მთელ დროს, უკრაინის მხარდასაჭერად იყენებენ, რომ როგორმე ომი უკრაინის სასარგებლოდ, თან რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები