"BMG - ბიზნესმედია საქართველო" ბიზნეს რეპორტიორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანსიის შესახებ განცხადება Jobs.ge-ზე 7 თებერვლიდან განთავსდა და რეზიუმეების მიღება მიმდინარე წლის 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
ბიზნესმედიაში დასაქმების მსურველებს ახალი ამბების მოძიება და დამუშავება (ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები) და BMG-ის და სხვა სატელევიზიო პროდუქტებიდან ნიუსების მომზადება, ასევე მიმდინარე ამბების მონიტორინგი და შესაბამისი ნიუსების მომზადება და ვებგვერდზე განთავსება ევალებათ.
ვაკანტურ პოზიციაზე შემოსული განაცხადების კანდიდატის მიმართ ძირითადი მოთხოვნებია: მედიაში მუშაობის ერთ წლამდე გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; მობილური ტელეფონით (სხვა პორტატიული საშუალებების) საძიებო სისტემების და სოცმედიის მართვის ცოდნა; ეკონომიკის და ბიზნესის სფეროს მიმართ ინტერესი; განსაკუთრებულ უპირატესობად ჩაითვლება ეკონომიკური ჟურნალისტიკის მიმართულებით გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე.
სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღითა (ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00) და შაბათ-კვირას კონკრეტულ საათებში მორიგეობით განისაღვრება. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულის სახელფასო ანაზღაურება, კვალიფიკაციის მიხედვით 1500 - 2000 ლარია. ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა 1 თვეა.
"BMG - სთვის მნიშვნელოვანია მსურველების მოტივაცია, ამიტომ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, სამოტივაციო წერილი CV - თან და ერთ ნამუშევართან ერთად გააგზავნოთ ელექტრულ ფოსტაზე info@bm.ge თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: რეპორტიორი - bm.ge“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
* გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.