მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოჭორიშვილი 20 ოქტომბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ მიიწვიეს - იოზვიაკი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად არ მიიწვიეს.

"საგარეო საქმეთა მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან მიწვეულნი არიან 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეული არ არის, თუმცა ქვეყანა მინისტერიალზე ელჩის დონეზე იქნება წარმომადგენელი", - წერს იოზვიაკი.

BMG საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციის გადამოწმება გვსურდა და ასევე დაზუსტება იმისა ევროკავშირში საქართველოს ელჩი თუ დაესწრება მინისტერიალს. უწყებიდან პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები