მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Boeing-მა $4.7 მილიარდად Spirit AeroSystems იყიდა

Boeing

საავიაციო გიგანტმა, Boeing-მა კომპანია Spirit AeroSystems-ის შესყიდვის პროცედურა წარმატებით დაასრულა, რომლის სანაცვლოდ 4.7 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

Spirit AeroSystems არის საინჟინრო კომპანია, რომელიც აწარმოებს ფიუზელაჟებს Boeing-ის 737 Max-სერიის თვითმფრინავებისთვის. მის პროდუქტებში შედის გასულ წელს Alaska Airlines-ის ბორტზე მომხდარი კარის პანელის აფეთქების ინციდენტის მონაწილე თვითმფრინავის ფიუზელაჟიც.

Boeing-მა ეს ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, რადგან კრიტიკული დეტალების მიმწოდებლების გამოსყიდვით ის სრულ კონტროლს მოიპოვებს საკუთარ მიწოდების ჯაჭვზე და აღარ იქნება დამოკიდებული აუთსორს-პრაქტიკაზე.

გარიგების მთლიანი ღირებულება, Spirit-ის დავალიანების ჩათვლით, დაახლოებით 8.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები