აშშ-ის ომის დეპარტამენტის განკარგულებით, სამხედრო კონტრაქტორმა კომპანია Boeing-მა ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის, F-47-ის წარმოება დაიწყო.
F-47-მა საჰაერო ძალების ფლაგმანური გამანადგურებელი, F-22 Raptor-ი უნდა ჩაანაცვლოს და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში პლანეტის საუკეთესო ავიაგამანადგურებლობის ტვირთი უნდა ზიდოს.
როგორც ცნობილია, პროექტის განვითარების პროცესი მინიმუმ 2030 წლამდე გაგრძელდება, ანუ ამ დრომდე აშშ-ის ღირსებას ისევ F-22 დაიცავს. წარმოების გეგმას რაც შეეხება, ჯამში 185 ერთეული F-47-ის წარმოებაა დაგეგმილი და არცერთი მათგანი არ გაიყიდება სხვა სახელმწიფოზე, მათ შორის არც NATO-ს წევრ ქვეყნებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზესახელმწიფოს თავისი საუკეთესო ტექნოლოგიის გაზიარება არავისთვის არ სურს, ისევე როგორც ეს B-2 Spirit-ის და F-22 Raptor-ის შემთხვევაშია.
ზუსტად რა დაჯდება მე-6 თაობის, სტელსის ტიპის ავიაგამანადგურებლის პროექტი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ F-47-ის პროგრამა მინიმუმ $3 ტრილიონი ეღირება, ანუ ის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იარაღი იქნება.




























