ბოლო ათ წელში ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - TOP-10 საქონელი
ვიქტორია მღებრიშვილი
19.12.22 13:39
• 2081
2022 წლის 11 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.018 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32.2%-ითაა გაზრდილი. აქედან ქვეყანამ ექსპორტზე 5.037 მლრდ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასულ წელთან შედარებით 31.8%-ით მეტია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს რეკორდული მაჩვენებელია.
ამ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი - 660.7 მლნ დოლარი; რუსეთი - 597.9 მლნ დოლარი და აზერბაიჯანი 595.5 მლნ დოლარი.
რაც შეეხება, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან რეალიზებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებს, ამ მხრივ თითქმის ძირითადი პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია. TOP-10 საქონლიდან ყველაზე დიდი ზრდა ელექტროენერგიის და აზოტოვანი სასუქების ექსპორტში ფიქსირდება. სპირტიანი სასმელების, მინერალური და მტკნარი წყლების და თხილის შემთხვევაში კი ექსპორტი შემცირებულია.
TOP-10 საექსპორტო საქონელი:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 932.9 მლნ დოლარი, ზრდა - 24.4%; 2. მსუბუქი ავტომობილები - 762.8 მლნ დოლარი, ზრდა - 82.7%; 3. ფეროშენადნობები - 454.8 მლნ დოლარი, ზრდა - 9.7%; 4. აზოტოვანი სასუქები - 249.1 მლნ დოლარი, ზრდა - 155.1%; 5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 232.5 მლნ დოლარი, ზრდა - 7.4%; 6. სპირტიანი სასმელები - 134 მლნ დოლარი, კლება - 4.7%; 7. მინერალური და მტკნარი წყლები - 104.5 მლნ დოლარი, კლება - 20.1%; 8. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 98.1 მლნ დოლარი, ზრდა - 11.9%; 9. თხილი და სხვა კაკალი - 89.8 მლნ დოლარი, კლება - 15.6%; 10. ელექტროენერგია - 84.3 მლნ დოლარი, 436.5 მლნ დოლარი.
დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი 1.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 31.1%-ითაა გაზრდილი.